Thursday, October 1, 2009

რისკი და გატეხილი შამპანურის ბოთლი



არის თუ არა რისკი კეთილშობილი საქმე?!
ვერ გეტყვით, ალბათ კი,მაგრამ მისი თანმდევი ყოველთვის არის წარუმატებლობაც და თუ მიზანი განსაკუთრებით დიდია, უნდა ველოდოთ პოტენციურ სასოწარკვეთილებასაც.

ტალიავინის კომისიამ სარკეში ჩაგვახედა და ჩვენს წარმოსახვაში არსებული გადაბრუნებული წარმოდგენები მნიშვნელოვანწილად შეარყია.

იქნებ ღირდეს სიტუაცია გავაანალიზოთ სხვადასხვა რაკურსიდან.

გთავაზობთ მიმოვიხილოთ მოვლენათა ჯაჭვი ერთი მიმართულებით და დავფიქრდეთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003 წლიდან დღემდე. ესაა იმჰო , რომელიც გარკვეულ ლოგიკაზე ავაგე,შეიძლება მცდარი,თქვენი გადასაწყვეტია.

გავიხსენოთ ჯერ "ვარდების რევოლუციად" წოდებული დიდი ცვლილებები, იმედები და მომავალი პრეზიდენტის მხრიდან გარისკვა.

გადამწყვეტ სხდომაზე შესვლას მოყვა არნახული ტრიუმფი, ომელმაც შეცვალა არსებული პოლიტიკური ელიტა ახლით. კოკამ წყალი მოიტანა ,ხოლო "მიშა" იქცა "ბატონ პრეზიდენტად". ეს იყო რისკი, ან გაბედა, გადალახა რუბიკონი, თუმცა იყო დიდი შანსი მასთან ერთად წყალში ჩაძირულიყო ოცნებების გემი მთელი ქვეყნისათვის......

ასლან აბაშიძის საფაშოდ ქცეული აჭარა.

კვლავ ზღვარი,რომლიც სამართლებლის პირზე გავლას უდრიდა. ერთი შეცდომა და შესაძლებელი კრახი.

სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საოცრება-ბოროტი ბაბუ განიდევნა.....

ამ მოვლენებმა პრეზიდენტი გამაერთიანებელ ნაციონალურ ლიდერად აქცია, მაგრამ მისივე შემდგომი აღიარებით, ეს "რისკი" შეამჩნია პუტინმაც და მისცა გაფრთხილება.ალბათ ყურადსაღები იყო...

პრობლემები დარჩა. დროება ითხოვდა კორექტივებას, თუმცა შიდაპოლიტიკას გამჭოლ ხაზად დაედო მუდმივი რისკი. სააკაშვილმა  "გაბედა" და პატრული შექმნა, ბასილი ციხეში მოამწყვდია თუ სადარბაზოებთან ავტოფარეხების მოშთობის გადაწყვეტილებები მიიღო...

რისკი, რისკი, რისკი, რისკი. რისკმა შვა მეტნაკლებად წარმატებული რეფორმები, მაგრამ რისკმა შექმნა უკმაყოფილებაც, რომელიც ასევე "რისკიანი" იმედის დარბევით თუ 7 ნოემბერს განხორციელებული ვანდალიზმით დასრულდა.

შიდამღელვარება მაჩვენებელი იყო - ძველი მიდგომები სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებდა, მაგრამ შამპანურის დალევის სურვილი კვლავ აფორიაქებს სახელმწიფოს მეთაურს,თან მაშინ , როცა ოკუპანტების "სამშვიდობოები" აშკარად უბიძგებენ  "გადამწყვეტ" ნაბიჯს და მიშამ კვლავ "გაბედა" კონტრშეტევა , პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება, ხოლო რუსეთი უკვე მზად იყო ამისათვის. მათაც "გაბედეს " და შამპანური მათ ხვდა წილად, ხოლო სააკაშვილმა ასფალტის მწარე სუნი იგემა.

ეს ყველაფერი მოვლენათა ერთი ჯაჭვია, სადაც მთავარი გმირი ერთი თამაშის წესით თამაშობს. რაც არ უნდა კეთილშობილური ზრახვები ჰქონოდა მას დაავიწყდა მთავარი,მოწინააღმდეგე მუდმივად გსწავლობს და რაც თავის დროზე გახდა დიდი გამარჯვებათა ლაკმუსის ქაღალდი, ამჯერად ჰალსტუხის არომატით დასრულდა მთლიანად ქვეყნისათვის.

ჩვენ წავაგეთ დიდი ანგარიშით და ახლა დგება დღის წესრიგში რისკის მთავარი ფილოსოფია. რამდენად მართლზომიერია, როცა პოლიტიკოსი ერთიდაიგივე სვლებს აკეთებდა .საერთოდ იყო კი "განავარდება",  ფაშის მოშორება ,  7 ნოემბერი,  ვულგარული რეფორმები სწორი გზა?

პირდაპირ ვიტყვი-სტრატეგიულად კი, ტაქტიკურად არა. რადგანაც განგრძობად დროში პრაგმატიზმი ყოველთვის ჯაბნის ემოციურ აფექტურ ქმედებებს და აკადემიური პოლიტიკის სტილი კი თინეიჯერულ ქცევას, თუმცა ასევე აუცილებელია გაბედულობა და ამგვარად ერთმნიშვნელოვან ნეგატიურ შეფასებას საწყის მოვლენებს არ გავუკეთებდი, მაგრამ როდესაც რისკის ქვეშ დადგა ქვეყნის ტერიტორიების საკითხი მაშინ ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზე იყო დასაფიქრი.

ერთი არასწორი სვლა ჭადრაკის დაფაზე წაგების ტოლფასია,თან უკვე დებიუტში, თუ მიტელშპილში გაცვეთილი ტაქტიკით.

პრეზიდენტ failed . ასე რომ ჩვენ წავაგეთ, ხოლო მას ეკისრება უშუალო უპასუხისმგებლობა იმ რისკიანი სვლისათვის, რაც ამჯერად კრახით დასრულდა.



არანაირი ტოლერანტობა მის მიმართ. მესმის მოტივაცია, მაგრამ თვითიმედოვნება თუ დაუდევრობა ისეთივე დანაშაულია როგორც სხვა. კი ბატონო ,თუ მოიგებდა ბლიცკრიგს, ჯარი "გაუძლებდა " რამდენიმე დღიან მტრის შემოტევას, საჰაერო თავდაცვა იმუშავებდა, მას, როგორც გამარჯვებულს არავინ გაასამართლებდა, მაგრამ დღეს მისი დამარცხების სადღეგრძელოს ვერ შევსვავთ. დამარცხებულები უკვე პოლიტიკურ მოვლენათა განსასჯელის სკამზე თავსდებიან და ზოგადი კითხვა რისკიანი პოლიტიკის წარმატებულობის შესახებ ლოგიკურია.

გამოსავალი? მიშა უნდა წავიდეს, მშვიდობიანად , სახელმწიფოებრივი სიფრთხილით...

საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებით. ის უნდა შეიცვალოს არააფექტური ჯუჯაოპოპოლიტიკანებით,არამედ გაწონასწორებული პოლიტიკური გუნდით,რომელიც ტალიავინებს ანუ ევროპას შეხედავს არა გამრუდებული მზერით და მოახდენს ევროპის იდეალიზაციას , ხოლო შემდეგ დეპრესიას მიეცემა გაზზე გაყიდულებს დაარქმევს,არამედ მიიღებს ისეთს როგორიც არის, ხოლო "პროდასავლურობა" საჭიროა ევროპის უმთავრესი ღირებულებებით,მენტალიტეტის არაბოლშევიზმით,რომელიც გზაა როგორც ეკონომიური, ასევე პოლიტიკური წინსვლისთვის

პს-მტერი მტრად რჩება მომიტევეთ ############### მძინარე ცხინვალი , მაგრამ საკითხი სხვა თემას შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩადენილზე და უკვე გამოტანილ ვერდიქტზე " შუამავლის" მხრიდან.

Sunday, June 14, 2009

ახალი ქართული ელიტა



მოვლენათა გამწვავების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი -"პოლიტიკური ელიტის" დაშორებაა საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან და მისი უუნარობაგაითვალისწინოს დაშვებული შეცდომები.

ერთი მხრივ ,ვარდების "რევოლუციის" შემდეგ, მოხდა ქართული ძველი ნობილიტეტის სრული განადგურება ,მაგრამ ახალი "პატრიციების" კასტა ვერ ამაღლდა ,რათა გაეკონტროლებინა საკუთარი ცთუნება და არ დაახლოებოდა მამების თაობას.

საბჭოთა საქართველო სათანადოდ არაა განალიზებული. ზუსტად მაშინ არსებული ნომენკლატურული ოლიგარქია იყო არსებული რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. სისხლიანი წითელი კარიერიზმის გარდასახვამ ტოტალურ კორუფციულ აბრაკადაბრაში შექმნა ეს მახინჯი ფენომენი, როდესაც ერთი მხრივ ცალკე აღებული კარიერისტები სიამუვნებით სვავდნენ საქრთველოს სადღეგრძელოს , ოჯახებში უსმენდნენ "ამერიკის ხმას " ვაშინგტონიდან და პარალელურად მათი სოციალური ერთობა ეწინააღმდეგებოდა დესოვეტიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

ეროვნული მოძრაობის მხრიდან "იერარქიულ მექრთამეობის" პირამიდაზე დამყარებული მყრალი ნომენკლატურული ოლიგარქიის დემონტაჟი უაღრესად დადებითი მოვლენა იყო,მაგრამ 22 დეკემბრის რევანშით მათ შეძლეს საბჭოური დიდების დაბრუნება ,დისიდენტთა გულწრფელი ნაციონალური აღმაფრენის დამუხრუჭება ,მაგრამ ახალ დროებაში ძველმა ცხოვრების წესმა მიიყვანა ეს ფენა ლოგიკურ დასასრულამდე , ხოლო მათი ადგილი დაიკავა ახალგაზრდების შეზღუდულმა წრემ,რომლებიც მართალია სისტემის ნაწილს შეადგენდნენ ,მაგრამ მათი კონფლიქტი ძველ ღირებულებთან მალევე გამოიკვეთა და ვარდების მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც ელიტის შიგნით მომხდარი დიდი გადატრიალება.

ეს "კარგად გაზრდილ ვირიშვილთა "კასტა შევარდნაძის მეორედ მოსვლის ნაყოფია,მის მიერ ჩატარებული ელიტის აპდეითის შედეგი.

ისინი ეგუებოდნენ ცუდს მის მმართველობაში ,გარკვეულ დრომდე აფერხებდნენ თეთრი მელის და ნომენკლატურული ოლიგარქიის სიკვდილს ,მიიღეს "ბაბუს ახალი სახეებად" ყოფნის გარიგება, მაგრამ ერთგვარ რეფორმატორულ ელემენტებსაც ემხრობოდნენ,რომელსაც არც მომაკვდავი ოლიგარქია არ ეწინააღმდეგებოდა....პირიქით, რაღაც ეტაპამდე აწყობდათ კიდეც.

თავიდანვე გამოხატული შინაგანი დუალიზმი პროგრესულსა და რეგრუსულს შორის, აისახა მათ პოლიტიკაში ,რამაც ძალიან ცუდად იჩინა შემდგომში თავი.

ვარდების პუტჩმა საშუალება მისცა ჩამოეცილებინათ ავი ბებერი თავისი დასაყრდენით, მაგრამ მმართველი წრე უფრო შევიწროვდა და გაიზარდა კონფრონტაცია ყველა დანარჩენთან "ყოველგვარ ძველთან თუ ახალთან",რომელიც მოიცავს სხვადასხვა მომენტს- პროგრესულს ანუ კონფლიქტს რეტროგრადულთან და რეგრესულს- კონფლიქტს მთელ თაობებთან, ტრადიციულ ღირებულებებთან ,არსებულ ცხოვრების წესთან თუ ეროვნული მოძრაობის ზეგავლენებთან,ყველაფერ ახალთან ,რაც მათ წიაღში არ ვითარდებოდა.

ცხადია, მათ სამართებლის პირზე უწევდათ გავლა ,დროება მოითხოვდა ცვლილებებს და ზოგადად დეკლარაციის დონეზე სწორი ორიენტირები იქნა აღებული,მაგრამ ამ ელიტის დრამა მისი სიძულვილია დანარჩენი საზოგადოების მიმართ,რაც განპირობებულია კომპლექსებით, ნარცისიზმით,ზევიდან ხალხზე ყურების სურვილით,გამოუცდელობით და საკუთარი მეთოდების უკიდურესად ჭუჭყიანი ხასიათით.

საზოგადოების გარდაქმნა თუ გინდა, მისი მაჯისცემა უნდა გესმოდეს,პაციენტზე უნდა ზრუნავდე,მის გამოჯამრთელებაზე ფიქრობდე და სხეულში პროგრესის ინექცია ისე უნდა შეიყვანო ნამეტანი მტკივნეული არ უნდა იყოს ჩხვლეტა. თუ შენ მთელი პალატა მიგაჩნია შეშლილთა ბუდედ და საკუთარ რიტორიკაში დებ აგრესიას განსაკურნებელთა მიმართ აქიმად არ ვარგიხარ. ექნება შენ წამალს უკუშედეგი და უნდა გესმოდეს- პაციენტი თუ იგინება შენი მისამართით, მშვიდად უნდა გაუძლო და გახსოვდეს ჰიპოკრატეს ფიცი ( ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონები biggrin.gif)

გირგვლიანის და რობაქიძეს ინციდენტი იყო ლაკმუსის ქაღალდი საით წავიდოდა ახალი ელიტა - აღიარებდნენ სამართალდარღვევას თუ სისტემის გადარჩენაზე იფიქრებდნენ,როგორც მათი მშობელი ბაბუ .სამწუხაროდ ,ბარიერი ვერ გადაილახა და დისტანცია ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაძლიერდა.

მალე მიშამ უკუაგდო რევოლუციური ლიბერალიზმი,რომელიც ამ ფენის თავდაპირველ მნიშვნელოვან პოზიტიურ თვისებას წარმოადგენდა.დროსა და ქვეყნის მტერთან დაპირისპირებამ დააასამარა მიშმაკიაველიზმის უგუნური ,საშინელი საგარეო კონცეფციაც , რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიტივიც შექმნა ქართული პოლიციის და ჯარის ახალი სახით .

"გუნდი" მამების თაობას დაემსგავსა .მათსავით ეკლექტური და არასაიმედო გახდა,მას ჩამოცილდნენ თუ ჩამოაცილეს თავდაპირველი გმირები და მათი ინტერესების ერთადერთ პრინციპს უკვე წარმოაგდენს მარტივი თეზისი -დავრჩეთ სადაც ვართ,მერეც ჩვენ ვიქნებით. smile.gif

ვაღიაროთ, პოლიტიკური ელიტა ძალიან მალე დალპა,მაგრამ არსებული წინააღმდეგობანი საშიშ ტენდენციებსაც მოიცავს.კერძოდ ,ნომენკლატურული ოლიგარქიის ნარჩენების რევანშიზმი ასევე თვალშისაცემია და ოპოზიციის პროგრესულ ნაწილსაც უწევს თვალის დახუჭვა აღნიშნულზე,რაც ბადებს ერთგვარ შიშს საზოგადოების დიდ ნაწილში,რის გამოც პროტესტის მუხტი ერთგვარად შეზღუდულია,ხოლო ახალი ელიტის სიცოცხლისუნარიანობა კვლავ გრძელდება...ისე როგორც საფრთხე რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.

ეს ბინძური კასტა,რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირების ზოგადი კანონზომიერებანი.

კერძოდ, საჭიროა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პოლიტიკური პოლუსები,რომელიც შეცვლის ბიპოლარულ პოლიტიკურ ვნებებს საქართველოში.

არსებობს "რამდენიმე პოლუსიანი" პოლიტიკის სოციალური საფუძველიც-კერძოდ პოლიტიკური პარტიების განვითარება შესაძლოა შემდეგ ველებზე გადანაწილდეს-
"რეგიონალური კონფორმიზმი", "მამულიშვილობა","ლიბერალიზმი", "მემარჯვენე ცენტრისტული ტენდენციები", მემარცხენე ელექტორატი.
ეს მაძლევს გარკვეული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას,რომ პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში შეიქმნება 4-5 პარტიანი კონკურენტული გარემო.დანარჩენი ჭუჭყი გაიწმინდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა სისტემის შეცვლა, საარჩევნო კორუფციის დამარცხება.პოლიტიკური ელიტა ნელნელა ტრანსფორმირდება და ახალ კანონზომიერებებს დაემყარება ,რომლის მოგვარებაც დემოკრატიის უდიდესი პლიუსებით არის შესაძლებელი.

ჩამთვალეთ სიმართლისტად, მეოცნებედ ,მაგრამ მე ვთლი,რომ დემოკრატია ესაა პოლიტიკური თამაშის ერთადერთი სწორი ფორმა ,რომლის ხელშეწყობა თითოელი განვითარებული ადამიანის მოვალეობაა საქრთველოში!! ვინც ამ აზრს არ იზიარებს ჩემი მტერია !!!! და საზოგადოების პროგრესული ნაწილის მტერიც უნდა იყოს.სხვა საქმეა პოლიტიკური ხედვა ან გემოვნებანი,

მე ვემხრობი ცენრისტული და ლიბერალური ძალების გაძლიერებას ნაციონალების გარეთ!!! ესააა სახელმწიფოს გადარჩენის მნიშვნელოვანი არსებული შანსი,რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრ,რადიკალურ პოზიტიურ ქმედებებში თუ პროტესტში.ოპოზიციის პროგრესულ ნაწილს ესაჭიროება კრიტიკაც,მაგრამ თანადგომაც .ისინი ჩვენი სირაქლემის პოზიციის გამო იძულებულნი არიან იყვნენ კოალიციაში ძველ რეგრესულთანაც და ვერ ახერხებენ ამ ბინძური ელიტის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. დროა სამოქალაქო საზოგადოებაც გააქტიურდეს ,რათა შევებრძოლოთ "ნაციონალთა კონფორმიზმს" .მათ სწრაფვას გამოიყენონ ოპოზიციის მიმართ არსებული უნდობლობა საკუთარი მიზნებით ....იქადაგონ რა "ოპოზიციის ოპოზიციის " ბრიყვული თეორიები თუ ათასგვარი სისულელე,რომელთა მიზანი ერთია -დარჩნენ ძალაუფლებაში.

არაფერი სხვა სახელმწიფო ინტერესები მათ სამწუხაროდ არ ადარდებთ,თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერებში ბევრია გონიერი ადამიანი და მათი ზოგიერთი არგუმენტის კარგად მესმის.

მტერი კართანაა მომდგარი და დიდი მნიშვნელობა აქვს მალე მოვახდინოთ პოლიტიკური ელიტის რეორგანიზაცის ხელშეწყობა . აიძულოს ყველა ჯანსაღმა ძალამ ხელისუფლება, შეცვალოს სისტემა.ხელი შეეწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის სწორ გზაზე დაბრუნებას....

ოპოზიციის პროტესტი არის ბუნებრივი მოვლენა და თუ ეს ტალღა მინელდა(არ ვგულისხმობ კარვების აღება ,არამედ შეგუების ატმოსფეროს საფრთხეებზე ვაკეთებ აქცენტს ) მოხდება ქვეყნის განვითარებისათვის რეალური საფრთხეების შექმნა.

ხაბუმე



პატრიოტიზმზე ტრაფარეტული სადღეგრძელოების არ მწამს და არც განსხვავებული სასმისების დიდი მეხოტბე გახლავართ,მაგრამ ჩემი თავისუფლების და მშობლიური კერის სიყვარულის მასწავლებელი ჯემალებით,მურადებით უბრალო გლეხი ხალხით დასახლებული ეს პატარა ოაზისია,სადაც ტრადიციული რიტუალების შესრულების გარეშე ხანგრძლივი ყოფნა შეუძლებელია. biggrin.gif

ქალაქური ცხოვრებისგან გამოფიტული აქ ყველაზე ნაკლებად დარდობ ფულზე,გართობაზე.უბრალოდ მუშაობ ,ჯანსაღ ჰაერს სუნთქავ და ხარ შენთვის .
მიყვარს იქაურობა და ნებისმიერი აზრები პატრიოტიზმის არარაობაზე ჰაერში ქრება,რადგანაც რეალურად არსებულია ,რასაც შეიგრძნობ.შენიანად თვლი იმ ხალხს,ვინც გარშემო ტრიალებს ,ეფერები მიწას,რომელზეც შენი ხელი ამჩნევია და აჩრდილი დადის სადღაც წარსულისა ,რომელიც იყო და შენში დაილექა.

ხანდახან ვფიქრობ დესოვეტიზაცია ხომ არ გაქრობს ამ შინაგან კავშირს არსებულთან,რადგანაც ეგოზე ორიეტირებული საზოგადოება საკუთარ ნაჭუჭში იკეტება,მაგრამ ჩემი აზრით ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს გაიწმინდოს ჩვენი ტვინი მახინჯი სტერეოტიპებისგან და არანაერად არ დაარღვევს იმას რაც მარადიულია,რომელსაც არ ესაჭიროება გულზე ხელების ბრახუნი,არამედ შეგრძნების სფეროს განეკუთვნება.

ამდენად თამამად წინ დესოვეტიზირებული საქართველოსკენ.ეს პატრიოტიზმის განთავისუფლების გზაცაა ფარისევლობისგან.მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს ისე რომ არ ძულდეს და მადლობა იქაურობას რომ ის უბრალოდ არსებობს.
ეს ჩემი კარმიდამოა.
აქ კი განვათავსე იქაური სურათები.

პატარა აღსარება


კარგი რამეა ბლოგი biggrin.gifზიხარ და ფიქრებს საჯაროდ ამხელ biggrin.gif

,რას ვიზავთ ფიქრები თავისით მოდიან და აჰა ნეტშიც ვტყორცნე ნამეტანი რომ არ შემაწუხოს. biggrin.gif

გსურს გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე? biggrin.gif

მთლად არ გამოვა ეს ამბავი. საერთოდ არ ვარ რელიგიური . ვიცი,რომ არაფერიც არ ვიცი და ამით წესით უნდა დასრულდეს ჩემი მონოლოგი ?!

ნურას უკაცრავად, მაინც მომიწევს პატარათი გული გადაგიშალოთ.............

ათეიზმი ჩემგან შორსაა.ვერ მხიბლავს უარმყოფელი იდეები და ვერ მიდასტურებს საწინააღმდეგოს.

ამ კუთხით თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს,რომელიც განსაკუთრებულ პატივს ცემს იმ რელიგიას რომელსაც ოფიციალურად მივეკუთვნები,თუმცა რწმენის შესახებ ინდივიდუალურ დეტალურ ანალიზს ჩემთვის ვიტოვებ და სულაც არ ვთვლი თავს ვალდებულად რაიმე ავუხსნა ვინმეს,რაზეც ჩემი წარმოდგენა არ ვმალავ თავად მაქვს ბუნდოვანი.

ჩემში ცხოვრობს ტოლერანტი მოქალაქე,რომელსაც ესმის მხოლოდ ისეთი რწმენა,რომელიც არ ძალადობს,არსით შენია ,უბრალოდ არსებობს შენში და გეხმარება ყოფიერების ბორკილები დაძლიო.

სარწმუნოებრივი ბუმი სასოწარკვეთილების რეზულტატია,რომელსაც ხშირად თან სდევს იმედგაცრუება.ამიტომაც უნდა ფაქიზად მოვეკიდოთ ამ საკითზე ბჭობას და ერთმანეთს ნაკლები შეურაცხყოფა მივაყენოთ.

ვდემაგოგობ? მართალი ხარ მკითხველო.აბა რეალურად რა როგორაა გითხარით არ ვიცი მეთქი biggrin.gif მაგრამ რაც ვიცი მარტივი ჭეშმარიტებაა-ღმერთი სიყვარულია სიყვარული კი ურთირთპატივისცემა გახლავთ.
tol.ge-ჩემი ენჯეოს მიერ რეალიზირებული პროექტი პოსტის შინაარსში ჯდება