
პატრიოტიზმზე ტრაფარეტული სადღეგრძელოების არ მწამს და არც განსხვავებული სასმისების დიდი მეხოტბე გახლავართ,მაგრამ ჩემი თავისუფლების და მშობლიური კერის სიყვარულის მასწავლებელი ჯემალებით,მურადებით უბრალო გლეხი ხალხით დასახლებული ეს პატარა ოაზისია,სადაც ტრადიციული რიტუალების შესრულების გარეშე ხანგრძლივი ყოფნა შეუძლებელია.

ქალაქური ცხოვრებისგან გამოფიტული აქ ყველაზე ნაკლებად დარდობ ფულზე,გართობაზე.უბრალოდ მუშაობ ,ჯანსაღ ჰაერს სუნთქავ და ხარ შენთვის .
მიყვარს იქაურობა და ნებისმიერი აზრები პატრიოტიზმის არარაობაზე ჰაერში ქრება,რადგანაც რეალურად არსებულია ,რასაც შეიგრძნობ.შენიანად თვლი იმ ხალხს,ვინც გარშემო ტრიალებს ,ეფერები მიწას,რომელზეც შენი ხელი ამჩნევია და აჩრდილი დადის სადღაც წარსულისა ,რომელიც იყო და შენში დაილექა.
ხანდახან ვფიქრობ დესოვეტიზაცია ხომ არ გაქრობს ამ შინაგან კავშირს არსებულთან,რადგანაც ეგოზე ორიეტირებული საზოგადოება საკუთარ ნაჭუჭში იკეტება,მაგრამ ჩემი აზრით ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს გაიწმინდოს ჩვენი ტვინი მახინჯი სტერეოტიპებისგან და არანაერად არ დაარღვევს იმას რაც მარადიულია,რომელსაც არ ესაჭიროება გულზე ხელების ბრახუნი,არამედ შეგრძნების სფეროს განეკუთვნება.
ამდენად თამამად წინ დესოვეტიზირებული საქართველოსკენ.ეს პატრიოტიზმის განთავისუფლების გზაცაა ფარისევლობისგან.მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს ისე რომ არ ძულდეს და მადლობა იქაურობას რომ ის უბრალოდ არსებობს.
ეს ჩემი კარმიდამოა.
აქ კი განვათავსე იქაური სურათები.
რა მშვენიერი კარმიდამო გაქვს :) მიხარია, რომ ასე ფიქრობ და აფასებ შენს მხარეს :) როგორ მინდა, რომ იმ დროს მოვესწრო, როცა სოფლებს და საერთოდ საქართველოს მიხედავენ (მიხვდებიან, რომ საქართველო მარტო თბილისი და ბათუმი არ არის). ჩვენი სიძლიერე სწორედ დანარჩენი საქართველო და ის ხალხია, რომელიც ამ მიწაწყალს ინახავს და სხვაგვარად უყვარს.
ReplyDelete