
კარგი რამეა ბლოგი


,რას ვიზავთ ფიქრები თავისით მოდიან და აჰა ნეტშიც ვტყორცნე ნამეტანი რომ არ შემაწუხოს.

გსურს გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?

მთლად არ გამოვა ეს ამბავი. საერთოდ არ ვარ რელიგიური . ვიცი,რომ არაფერიც არ ვიცი და ამით წესით უნდა დასრულდეს ჩემი მონოლოგი ?!
ნურას უკაცრავად, მაინც მომიწევს პატარათი გული გადაგიშალოთ.............
ათეიზმი ჩემგან შორსაა.ვერ მხიბლავს უარმყოფელი იდეები და ვერ მიდასტურებს საწინააღმდეგოს.
ამ კუთხით თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს,რომელიც განსაკუთრებულ პატივს ცემს იმ რელიგიას რომელსაც ოფიციალურად მივეკუთვნები,თუმცა რწმენის შესახებ ინდივიდუალურ დეტალურ ანალიზს ჩემთვის ვიტოვებ და სულაც არ ვთვლი თავს ვალდებულად რაიმე ავუხსნა ვინმეს,რაზეც ჩემი წარმოდგენა არ ვმალავ თავად მაქვს ბუნდოვანი.
ჩემში ცხოვრობს ტოლერანტი მოქალაქე,რომელსაც ესმის მხოლოდ ისეთი რწმენა,რომელიც არ ძალადობს,არსით შენია ,უბრალოდ არსებობს შენში და გეხმარება ყოფიერების ბორკილები დაძლიო.
სარწმუნოებრივი ბუმი სასოწარკვეთილების რეზულტატია,რომელსაც ხშირად თან სდევს იმედგაცრუება.ამიტომაც უნდა ფაქიზად მოვეკიდოთ ამ საკითზე ბჭობას და ერთმანეთს ნაკლები შეურაცხყოფა მივაყენოთ.
ვდემაგოგობ? მართალი ხარ მკითხველო.აბა რეალურად რა როგორაა გითხარით არ ვიცი მეთქი

tol.ge-ჩემი ენჯეოს მიერ რეალიზირებული პროექტი პოსტის შინაარსში ჯდება
ტყუილად არ მეგონე საინტერესო ადამიანი.
ReplyDeleteვაფასებ შენს ნგო-მოღვაწეობას.
ეს ნახე?
http://bavshvi.ge/0_1_os.html
ოსურად
აფხაზურიც მაქვს, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ ჩავსვი საიტზე.